ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს

🔹

მიმდინარე წლის 2 – 3 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

🔹

უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 16 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), უროლოგი, ანგიოლოგი და გასტროენტეროლოგი, 75 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები; განხორციელდა 320 სამედიცინო ვიზიტი;

🔹

ჰოსპიტლის მედპერსონალმა, მოძრავი ამბულატორიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება 10 ბენეფიციარს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ გადაადგილება.

🔹

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.

🔹

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სამედიცინო ცენტ დიომედის ხელმძღვანელობას.

🔹

ინფორმაციისთვის, ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, გასული წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალი, უფასო სამედიცინო აქციებს, მოძრავი ამბულატორიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ატარებს.

🔹

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება