fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე – ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს

ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს და გამყალბებლების, მთავრობის გადადგომის მოთხოვნების ავტორებს, ,,ტექნიკური მთავრობის” წევრი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ ჩართვის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს! – ასე ეხმიანება თბილისისი საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აშშ – ს საელჩოს განცხადებას. „ძალიან სამწუხაროა, რომ ,,სამართლიანი არჩევნები” რომელიც 1995 წლიდან აკვირდება არჩევნებს, ყველა ხელისუფლების დროს ჩართული იყო საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფილების პროცესში, გააჩნდა ნეიტრალური და პროფესიული ორგანიზაციის იმიჯი, უკანასკნელი წლების განმავლობაში ,,ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა. 2003.წელს მათ მიერ ჩატარებული ,,პარალელური დათვლა” იყო არჩევნების გაყალბების მთავარი მტკიცებულება და ,,ვარდების რევოლუციის” მოტივაცია. 2020 წელს როგორც ჩანს ვიღაცას ეგონა, რომ დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციისთვის გაყალბებული პარალელური დათვლა გამოდგებოდა და ამას რევოლუცია მოჰყვებოდა. რევოლუცია არ მოხდა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ არჩევნების აყალბრბა არავინ დაიჯერა, სამაგიეროდ, ,,სამართლიანმა არჩევნებმა” როგორც PVT-ის გამყალბებელმა ორგანიზაციამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მათი ,,შეცდომა” ანუ პარალელური დათვლის” გაყალბება მხოლოდ 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, მას შემდეგ რაც მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის სურათი იხილა საზოგადოებამ, გახდა ცნობილი. 1100 მეტი ადამიანი იყო არჩევნების დაკვირვების და პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების პროცესში ჩართული და ვერავინ ვერაფერი გაიგო, ,,შეცდომაც” 7 კვირის მერე აღიარეს! ძალიან სამწუხაროა, რომ ნაცვლად დაფინანსების და თანამშრომლობის შეწყვეტისა, დღეს ამერიკის საელჩო გამყალბებელ ორგანიზაციას, პარტიულ და პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართულ ვითომ ,,ენჯეოს” იცავს და გამყალბებლების, მთავრობის გადადგომის მოთხოვნების ავტორებს, ,,ტექნიკური მთავრობის” წევრი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ ჩართვის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება