fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ უზრუნველვყავით ამ ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში, ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც ომი ქვეყანაში არ ყოფილა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ უზრუნველვყავით ამ ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში, ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომლის დროსაც ომი ქვეყანაში არ ყოფილა. ამას ვერ გვპატიობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ღია ომში ჩაითრიონ ჩვენი ქვეყანა „გეტყვით რა სანქციები დაუწესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს. ის კი არა რომ მთელი მსოფლიოსთვის მოეწოდებინა სანქციების დაწესება, რასაც ახლა ზელენსკი აკეთებს მიხეილ სააკაშვილს გაეკეთებინა, არა, პირიქით, მათი დაწესებული სანქციები გამოისახა იმაში, რომ მართვაში გადასცეს ენგურჰესი, მართვაში გადასცეს თბილისი, ენერგომომარაგება- ვგულისხმობ კომპანია „თელასს“, უამრავი ჰესი, „რაოესი“ და ა.შ.“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა. ვლადიმერ ბოჟაძე ასევე იხსენებს 2012 წლის 26 მაისს ვანო მერაბიშვილის სიტყვებს საქართველოს პარლამენტში, რომ რუს მეგობრებს თურმე პოლიციის რეფორმაში დაეხმარებოდა. რომ ფულს სუნი არ აქვს და რუს ტურისტებს თუ ინვესტიციებს ისინი მიესალმებიან და ყველაზე მთავარი 2012 წლის 9 აპრილს, 9 აპრილის მემორიალიდან სააკაშვილი პირდაპირ ლარსში წავიდა, რომელიც პირადად არიგებდა საინფორმაციო ფლაერებს და მადლობებს უხდიდა რუსებს, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ბოჟაძეს თქმით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ჰქონოდათ ისეთი ტიპის ურთიერთობები, რომ აეცილებინათ ომის ცხელი ფაზა და მათ უზრუნველყვეს ამ ქვეყანაში სწორედ ათი წლის განმავლობაში, რომ რუსეთს ღია ომი საქართველოში არ დაუწყია და ერთადერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი ქვეყანაში არ ყოფილა. ამას ვერ პატიობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ღია ომში ჩაითრიონ ქვეყანა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილის დასმულ კითხვას, რომ მათი სახით რუსეთი ფარულ ომს აწარმოებს საქართველოში და რატომ ჩათვალა რუსეთმა რომ საქართველო არის მეგობართა სიაში ვლადიმერ ბოჟაძე პასუხობს, „რუსეთთან გვაქვს ფარული, ჰიბრიდული ომი და რუსეთი თქვენი ხელით ეომება საქართველოს სახელმწიფოს. „ქართულ ოცნებას“ კი არა საქართველოს სახელმწიფოს. დიახ, თქვენ აკეთებთ ახლა ყველაფერს იმისათვის, რომ ჩაგვითრიოთ ღია ომში და ყველაზე მთავარი თქვენ დაიწყეთ ახლა, 2022 წლის 17 მარტს, სააკაშვილი სასამართლოში რომ ბრძანდებოდა და გალიიდან თავი გამოყო ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. რუსეთმა იმიტომ შეგვაქო ქალბატონო ნონა, რომ თქვენ, მათი მეხუთე კოლონა საქართველოში ასეთი შეკითხვებით ჩემთვის მოგემართათ. რუსეთმა რომ თქვა, თანხმობას ვაძლევ რძე და ყველი შემოიტანონო, რატომ აიტაცეთ თქვენ? რა რძე და ყველის შემტანები ვართ რუსეთში, თქვენ ხომ ჩვენზე კარგად იცით“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება