fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე: ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთ, არც გვიფიქრიაო და თურმე, მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ

თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ირაკლუ ოქრუაშვილის ფეისბუქ სტატუსზე. მისი თქმით არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა. “ირაკლი კობახიძეს დილით ქონდა ბრიფინგი და საღამოს უკვე ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმის დეტალებიც გაცხადდა. ქსენოფობობა როგორ გვაკადრეთო, არც კი გვიფიქრიაო და თურმე მთლად ადამიანების ფიზიკურად განადგურების სცენარზე მუშაობენ, სცენარზე რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, პირდაპირ საომარ მოქმედებში ჩაითრევენ საქართველოს! არ განხორციელდება ამ ქვეყნის ომში ჩათრევის გეგმა, არა! სახელმწიფო ორგანოებმა და მოსახლეობამ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ყურადღება და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს! ხელისუფლება უკვე 10 წელია უზრუნველყოფს მშვიდობას, სრაბილურობას და განვითარებას საქართველოში და ეს მომავალშიც ასე იქნება! რუსეთი ოკუპანტია! საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატოს წევრი!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება