fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე: რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება

,,გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ,” – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გუშინ, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას.

როგორც ბოჟაძე წერს, PUMA-ს ტიპის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციებისთვის გამოყენება არ შეიძლება.

,,გუშინ გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა, მთელი ერი დატირის გმირებს, ადამიანებს ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და გუშინ სამაშველო ოპერაციას შეეწირნენ. გაერთიანდა სრულიად საქართველო ოპოზიციის სამარცხვინო ნაწილის გარდა, კვლავ გარდაცვლილი ადამიანებით პოლიტიკური ვაჭრობა, ხელისუფლების დადანაშაულება და საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მცდელობა. რაც შეეხება PUMA-ს ტიპის ვერტმფრენს, რომელიც ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტმა საკუთარი კომფორტისთვის, ფუფუნებისთვის შეიძინა და არა სამაშველო ოპერაციებისთვის, მათი გამოყენება ასეთ დროს უბრალოდ არ შეიძლება და ამაზე განმარტება არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ ოპოზიციამ ხომ უნდა შეგვახსენოს როგორ უყვარდა მიშას სახელმწიფოს ხარჯზე სულთანივით ცხოვრება! ასეთი მძიმე ტრაგედიები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არსად ოპოზიცია ასე სამარცხვინოდ არ იქცევა, რას ვიზამთ ამათი პოლიტიკაში ყოფნაც ხომ ერთგვარი ტრაგედიაა..” წერს ბოჟაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება