fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე: ის ფაქტი რომ ასეთი ცნობილი ბანკის, ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავი რეაგირებს, ეჭვს აჩენს რომ ეს პროცესი მართვადია

ვლადიმერ ბოჟაძე: ის ფაქტი რომ ასეთი ცნობილი ბანკის, ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავი რეაგირებს, ეჭვს აჩენს რომ ეს პროცესი მართვადია და ამას ვიღაც გარედან დირიჟორობს. ვინ არის დირიჟორი და რა მიზნით აკეთებს ამას ეს კიდევ ცალკე კვლევის და დისკუსიის საგანია

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება. მისი თმით მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირის დავაა და ამ საქმეში არავის ჩარევას არც თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებას კითხვებზე პასუხები მაინც ძალიან აინტერესებს.

„ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ სასამართლო დავა შვეიცარიის გარდა კიდევ სამ ქვეყანაში: ახალ ზელანდიაში, ბერმუდაში და სინგაპურში ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, ის ბანკის ყოფილ თანამშრომელს მისი კუთვნილი 500 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაში ადანაშაულებდა.
,,კრედიტ სვის”-მა სასამართლო დავა ყველა ქვეყანაში წააგო, თუმცა არცერთი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, მიზეზად ხან რა ფაქტორი მოყავს და ხან რა, ბოლოს ევროპარლამენტის სრულიად უსამართლო, ტყუილებით და დეზინფორმაციით სავსე რეზოლუცია იქნა მოყვანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირის დავაა და ამ საქმეში არავის ჩარევას არც თავად ბიძინა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებას კითხვებზე პასუხები მაინც ძალიან აინტერესებს.
ის ფაქტი რომ ასეთი ცნობილი ბანკის, ასეთ სამარცხვინო საქციელზე თავად შვეიცარიაშიც კი არავი რეაგირებს: არც მედია, არც მაკონტროლებელი, არც ხელისუფლება და თავად ბანკი კი სულ უფრო მეტ და მეტ უსიამოვნებებში ეხვევა, ეჭვს აჩენს რომ ეს პროცესი მართვადია და ამას ვიღაც გარედან დირიჟორობს. ვინ არის დირიჟორი და რა მიზნით აკეთებს ამას ეს კიდევ ცალკე კვლევის და დისკუსიის საგანია!
იმედია ამ ყველაფერზე შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ჰაიდი გრაუსი გააკეთებს კომენტარს, რადგან რაც უფრო დიდ ხანს დარჩება კითხვები პასუხგაუცემელი, მით უფრო მეტად დაზიანდება ,,კრედიტ სუისი”-ც და ზოგადად შვეიცარული საბანკო სისტემა!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება