fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე ივანიშვილზე: წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს სწორედ ამას არ პატიობენ!

ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკურ მოუსვლელში გაისტუმრა დიქტატორული რეჟიმი და ,,ნაციონალური მოძრაობა”, 10 მილიარდი ლარი საკუთარ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯა, ახლაც 3 მილიარდი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ფინანსების უდიდესი ნაწილი ფონდ ,,ქართუს” გადასცა, წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს სწორედ ამას არ პატიობენ! – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

„ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკურ მოუსვლელში გაისტუმრა დიქტატორული რეჟიმი და ,,ნაციონალური მოძრაობა”, 10 მილიარდი ლარი საკუთარ ქვეყანაში ქველმოქმედებაში დახარჯა, ახლაც 3 მილიარდი ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ფინანსების უდიდესი ნაწილი ფონდ ,,ქართუს” გადასცა, წავიდა პოლიტიკიდან და როგორც ჩანს სწორედ ამას არ პატიობენ! რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან მუდმივი ზეწოლის რეჟიმშია ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლების ღია მოწოდებები დაიწყოს რუსეთ-საქართველოს ომი, კვლავ გამეორდეს გაგრა და სოხუმი, ბუჩა და მარიუპოლის ბედი გაიზიაროს თბილისმა, ქუთაისმა და ბათუმმა. პარალელურად ფაქტობრივად მარტის თვიდან გამოუცხადებელი მაგრამ ამუშავებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უყვარს სამშობლო და მშობელი ხალხი, მხოლოდ იმიტომ რომ არ ბრუნდება პოლიტიკაში და არ აპირებს საქართველო გაიმეტოს უბედურებისთვის! მიუხედავად ზეწოლისა, მცდელობებისა არ გავითვალისწინოთ საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის სასიცოცხლო ინტერესები და ჩავერთოთ ომში, ჩვენ მაინც გავუძლებთ, ,ქართული ოცნება” უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი!

მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება