fbpx

ვლადიმერ ბოჟაძე – “გილოცავთ” გახარიას ამომრჩევლებო, თქვენ თქვენდაუნებურად გახდით ნაცმოძრაობის ამომრჩევლები

ვლადიმერ ბოჟაძე – “გილოცავთ” გახარიას ამომრჩევლებო, თქვენ თქვენდაუნებურად გახდით ნაცმოძრაობის ამომრჩევლები, აი აქამდე მიგიყვანათ თქვენმა მოღალატე ლიდერმა! 2022 წელი. 14 თებერვალი. სიყვარულის დღე – ზუგდიდში სააკაშვილის და გახარიას ქორწინება ამ სიმბოლურ დღეს მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე -ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ,,საქართველოსთვის’’ წევრს ანა ბუჩუკურის facebook – ის სტატუს. „2022 წელი. 14 თებერვალი. სიყვარულის დღე – ზუგდიდში სააკაშვილის და გახარიას ქორწინება ამ სიმბოლურ დღეს მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. მათ ოფიციალურად განაცხადეს, რომ შექმნეს ოჯახი და ამიერიდან ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას. “გილოცავთ” გახარიას ამომრჩევლებო, თქვენ თქვენდაუნებურად გახდით ნაცმოძრაობის ამომრჩევლები, აი აქამდე მიგიყვანათ თქვენმა მოღალატე ლიდერმა!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება