fbpx

ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package – SNGP)
სპეციალური ოპერაციების ძალების ინიციატივის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ პაველ
შმიდტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილემ პოლონელი ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი
კვინიტაძე“ დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
ვიცე-პოლკოვნიკი პაველ შმიდტი საქართველოში 2017 წლის სექტემბრიდან იყო მოვლენილი
და ოთხი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულების განვითარების
კუთხით მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა. ვიცე-პოლკოვნიკ პაველ შმიდტის მხარდაჭერა
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნატო-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობასა (NATO
Special Operations Headquarter -NSHQ) და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობის
გაღრმავებისა და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების
განვითარების მიმართულებით.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი
თეიმურაზ ყლატეიშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების, ნატო-ს ძირითადი ჯგუფისა
და SNGP-ის განხორციელების სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება