fbpx

ვის შეუძლია მიიღოს “დექსამეტაზონი” კოვიდის სამკურნალოდ – “ჯანმო”

პრეპარატი “დექსამეტაზონი” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ეფექტურად გამოიყენება. ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას(WHO) ოფიციალურ გაიდლაინში უწერია

“ჯანმოს” ინფორმაციით, დექსამეტაზონი გამოიყენება ფართო სპექტრის პირობებში ანთების საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესანტული მოქმედებისათვის.

პრეპარატი შემოწმდა კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც გაერთიანებული სამეფოს კლინიკურ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და აღმოჩნდა, რომ “დექსამეტაზონი” არის სასარგებლო კრიტიკულად დაავადებული პაციენტებისთვის.

წინასწარი დასკვნების თანახმად, აღნიშნული მედიკამენტის მიღების შედეგად, იმ პაციენტების სუკვდილიანობა, რომლებიც ვენტილატორზე იმყოფებიან, დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა და პაციენტებისთვის, რომელთაც მხოლოდ ჟანგბადი ესაჭიროებოდათ, სიკვდილიანობა შემცირდა დაახლოებით მეხუთედით.

თუმცა, “ჯანმო” გაიდლაინში ხაზს უსვამს, რომ “დექსამეტაზონის” გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის. ხოლო, ორგანიზაციის სპეციალისტები “დექსამეტაზონის”  გამოყენებას მსუბუქ პაციენტებში მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ პაციენტს აღნიშნული მედიკამენტი სხვა დროსაც აქვს მიღებული.

საჭიროების დროს, “დექსამეტაზონის” მიღება ხდება დღეში ერთხელ, 7-10 დღის განმავლობაში.

გაუზიარე!

Shares