fbpx

ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია-კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟისა და ადგილზე მიმდინარე დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„არ არის სწორი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ქუჩაში რჩებიან. ამ ადამიანებს აქვთ სახლი, ზოგი მიწის ნაკვეთს ფლობს და ა.შ.

სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი არ დავუშვებ, რომ მოხდეს სახელმწიფო ქონების უკანონო მიტაცება. ჩვენ ბევრ ოჯახს ვეხმარებით, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რომ მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია.

„ამ თავშესაფარში ჩვენ მათ ყველანაირად უზრუნველვყოფთ ან მეორე ვარიანტია ის, რომ ადამიანები რომლებსაც სახლი არ აქვთ, ამისათვის გამგეობები გამოყოფენ თანხებს. სწორედ ამ თანხით შეგვიძლია ასეთი ხალხის იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“, – დასძინა კახა კალაძემ.

დღეს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება