fbpx

ვინ იქნებოდა გახარია რომ არა ივანიშვილი?-ლევან ნიკოლეიშვილი

ექპერტი ლევან ნიკოლეიშვილი=ადამიანს მრავალი ღირსება გააჩნია, თუმცა ასევე გამოირჩევა თავისი უღირსი საქციელითაც. ამ უღირსობის ერთერთი უმაღლესი თუ უმდაბლესი გამოვლინება მაინც ალბათ უმადურობა და უსინდისობაა. სხვა რა უნდა უწოდო გახარიას ნათქვამს ბიძინა ივანიშვილზე ? ივანიშვილმა მოსახლეობის ნდობა ვერ გაამართლაო? გაგიგიათ ? ვინ იქნებოდა გახარია, რომ არა ივანიშვილი? საინტერესოა გიორგი გახარიამ ვის ნდობა გაამართლა?! ისე, ცნობისათვის ბიძინა ივანიშვილი შევიდა უკვე ისტორიაში, რომელმაც თუ მის უამრავ ქველმოქმედებას გვერდზე გადავდებთ(ისე როგორი გაფასადებია!), არის ადამიანი, რომელმაც პირველად ჩვენ ისტორიაში შესაძლებელი გახადა არჩევნებით და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლა-ასევე არ დაგვავიწყდეს ის ჭირიც მოგვაშორა რაც ქვეყანას უფსკრულში მიაქანებდა! აი, გახარია კი როგორ და რა სახელით შევა ისტორიაში ეს უკვე ძალიან მალე გამოჩნდება. ერთი კი უკვე მიიმატა თავის უამრავ რეგალიებს დიდი უმადური!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება