fbpx

ვინ დამიცავს მკვლელი რურუასგან ან მისი ამფსონებისგან-მია ვეფხვაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

მია ვეფხვაძე:

– სისხლისმსმელ ჟორიკაზე საუბარი არ მსურს, აღარც წერილის დაწერას ვაპირებ და არც სამართლიანობის იმედი მაქვს.

პოზიცია კი არ შევიცვალე, წერილიც გამზადებული მაქვს, მაგრამ მას მერე, რაც ზეწოლის შედეგად ამ ხელისუფლებამ უგულავა და ოქრუაშვილი გამოუშვა, მე არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ამ სერიულ მკვლელსაც გამოუშვებენ.

მე დაუცველი ქალი ვარ,  ერთხელ უკვე გამაუბედურეს.  ვინ დამიცავს მკვლელი რურუასგან ან მისი ამფსონებისგან, ან ვინ მომცემს გარანტიას, რომ არ გამოუშვებენ ან  ის იქიდან არ გამისწორდება.

მას ისეთი სისასტიკით შეუძლია ანგარიშსწორება, თქვენ კიდევ წარმოდგენა არ გაქვთ.

– ანუ ფიქრობთ, რომ თქვენი ძმის საქმის ხელახლა წამოწევით, საფრთხე დაგემუქრებათ და ამიტომაც შეიცვალეთ პოზიცია? 

– მე უკვე ღამით მომივარდნენ, მემუქრებიან… კიდევ ერთხელ გიმეორებთ, პოზიცია არ შემიცვლია, მაგრამ მეშინია… იმიტომ რომ ყველა ჩუმად არის, ყველა გასუსულია. სად არის ხელისუფლება, სად არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტარები, სად არის უმრავლესობის დეპუტაცია, რატომ ხმას არ იღებენ ამ სერიულ მკვლელზე. გოგა ხაინდრავას გარდა ჩემ დასაცავად არავის არაფერი უთქვამს.

„პრაიმტაიმმა“ ამ თემაზე კომენტარი რეჟისორ გოგა ხაინდრავას და მია ვეფხვაძის მიერ ხსენებულ დეპუტატებსაც სთხოვა. აი, რას ამბობენ ისინი:

გოგა ხაინდრავა, რეჟისორი:

„თბილისი პატარა ქალაქია. ეს და კიდევ ბევრი სხვა ისტორია მთელმა ქალაქმა იცის. რატომ არ ლაპარაკობენ ამ თემაზე? მე ვფიქრობ, შიშის ფაქტორის გამო.

მე ამის თქმა არასდროს მიჭირდა და მათი არასდროს მეშინოდა. ყველაზე კარგად ბოკერიამ იცის, რას წარმოადგენს ჟორიკა რურუა, უგულავამაც მშვენივრად იცის.

მათ ეშინიათ ჟორიკა რურუასი. როგორც ცეცხლის ისე ეშინოდათ ყოველთვის. ჟორიკა ისეთი პოლიტპატიმარია, როგორც ჩიკატილო იყო პოლიტპატიმარი. ეს ყველამ კარგად იცის.

მე იმ ქალბატონის მშვენივრად მესმის, ეშინია. ეშინია, რომ კიდევ რამე უბედურება არ დამართონ. არსებობს მათი შავბნელი საქმეების უამრავი მოწმე და ისინი, ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს.

რა გასაკვირია, რომ მათი მოცილება ამ კრიმინალების დღის წესრიგში იდგეს. ამნეზია არავის აქვს, მაგრამ ზოგს არ უნდა ლაპარაკი, იციან რომ ადამიანი ერთს, ორს, სამს და მეტს რომ გამოასალმებს სიცოცხლეს, ის ყველაფერზე მოაწერს ხელს“.

ნ“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება