fbpx

ვინ გაჰყვება გრიგოლ ვაშაძეს პარტიიდან


გამოიწვევს თუ არა პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა სხვა წევრების წასვლასაც? – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვაშაძემ წასვლის შესახებ განაცხადა 

პარტიაში საუბრობენ, რომ შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძეს კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდეს და მათაც დატოვონ პარტიული რიგები.

ამ ეტაპზე, ყველაზე აქტიურად თინა ბოკუჩავაზე საუბრობენ, რადგან ის დიპლომატიურ კორპუსთან მიმართებაში, ვაშაძის პოზიციას სრულად იზიარებდა და თანაპარტიელების მისამართით ელჩების კრიტიკის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავდა.

როგორც ამბობენ, ამიტომ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მან ნაციონალური მოძრაობა დატოვოს.

„შესაძლოა, თინა ბოკუჩავა იყოს შემდეგი, ვინც პარტიას დატოვებს, რადგან ის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძეს ეთანხმებოდა დიპლომატიურ კორპუსთან მოლაპარაკების გზით მისულიყვნენ კონსესუსამდე“,– ამბობენ პარტიაში.

როგორც “პრაიმტაიმს” ეუბნებიან, თინა ბოკუჩავა დღეს, პარტიაში კონსულტაციებზე არ გამოჩენილა და მას თავისი პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია, თუმცა ის რადიკალურად განწყობილი იყო, რომ ელჩების მედიატორობით მრგვალ მაგიდასთან წარმართულიყო პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობა და მათი შეხედულებისამებრ, მიღებულიყო გადაწყვეტილებე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება