fbpx

ვინ არის სინამდვილეში ზურაბ გურული?თვითმარქვია პროფესორი ?! მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკის საიტზე მისი გვარი არ იძებნება-ლევან ჭოტორლიშვილი,ფიზიკოსი

სოციალურ ქსელში ფიზიკოსი ლევან ჭოტორლიშვილი ზურაბ გურულს ამხელს –

ზურაბ გურული ამბობს რომ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორია: ეს არის იმ კლინიკის საიტი რომლის პროფესორობასაც იჩემებს ზურაბ გურული: https://www.umc.edu/ ვეძებთ კლინკის ექიმებს https://www.umc.edu/search.aspx?s=phys ვაძლევთ საძიებო სისტემას Guruli. შედეგი 0. მერე ვეძებთ ყველა ექიმს ვისი ინიციალები იწყება G შედეგი ისევ 0. მერე შევდივართ ამერიკის მედიცინის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/და ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია გურულზე. ირკვევა რომ გურული მხოლოდ ორი სტატიის ავტორია მათგან ერთი რომელიღაც ქართულ ჟურნალში.

წარმოუდგენელია, რომ ასეთ ადამიანს ამერიკულ უნივერსიტეტში, თუნდაც ყველაზე ჩამორჩენილში (ისეთში როგორიც მისისიპის უნივერსიტეტია) სერიოზული აკადემიური კარიერა ჰქონდეს. ჩემი კეთილი რჩევა ყველას. როგორც კი რომელიმე თვითმარქვია დააპირებს თქვენ დაბოლებას იმითი რომ ამერიკაში გრანდიოზული კარიერა აქვს, მიმართეთ გუგლს, მოძებნეთ მასზე ინფორმაცია პროფესიონალურ ვებგვერდებზე და არა ისეთ ვებგვერდებზე სადაც ადამიანები თვითონ !!!! წერენ საკუთარ თავზე.

ცნობისათვის ბატონ თენგიზ ცერცვაძეზე ამერიკის ნაციონალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში გაცილებით მეტი ინფორმაციაა ვიდრე გურულზე.

გაუზიარე!

Shares