fbpx

ვინ არის აშშ-ს მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა – უკავშირდება თუ არა სანქციები ამ ფაქტს?

პოლიტიკურ და სამართლებრივ წრეებში აქტიურად განიხილავენ მიზეზებს, რის გამოც სასამართლო სისტემის რამდენიმე წარმომადგენელს აშშ-მ სანქციები დაუწესა. ოფიციალურ მოტივად კორუფცია დასახელდა, თუმცა განცხადებაში კონკრეტულ ფაქტებზე არაფერია ნათქვამი, რაც თავად სანქცირებულ მოსამართლეებს აფიქრებინებს, რომ საქმე პოლიტიკურ ზეწოლას ეხება.

სწორედ ამ კონტექსტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა აშშ-ს მოქალაქეს, ჯეიმსონ მარშალ ქომინსს, ევრაზიის საკითხებში ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მანამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში იმყოფებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ის უშუალოდ მონაწილეობდა გასული თვის აქციების ორგანიზატორების, მათ შორის “ფრანკლინის კლუბის” წარმომადგენლების დატრენინგებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ჯეიმსონ მარშალ ქომინსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა “ილიაუნის“ პროფესორთან, გიორგი მელაძესთან, რომელიც გახლავთ სტუდენტური მოძრაობა “ჯიუტების“ დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია აქტიურად  მონაწილეობდა 7-8 მარტს, თბილისში განვითარებულ პროცესებში. ამავე ინფორმაციით, გიორგი მელაძე, სწორედ ჯეიმსონ მარშალ ქომინსისგან იღებდა მითითებებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა ორგანიზაციას აქციების დროს, ისევე როგორც “ფრანკლინის კლუბს”, სადაც ქომინსი გარკვეული პირებისთვის ტრენინგებსაც ატარებდა.

ღია წყაროებით ცნობილია, რომ ქომინსი არის ევრაზიის სპეციალისტი, ე.წ. კრიზის მენეჯერი და აქვს ახლო კონტაქტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ქომინსი საქართველოში უკან დაახლოებით თვის ბოლოს დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა.

“პრაიმტაიმი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და დადასტურების შემთხვევაში, რა გახდა აშშ-ს მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება