fbpx

ვინ არიან ახალი ფიგურანტები ე.წ ქოლცენტრების საქმეში

პანდორას ყუთი გახსნილია – კეზერაშვილის შემდეგ ე.წ ქოლცენტრების უკან ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ.

ოპოზიცია ხელს მაინც მმართველი პარტიისკენ იშვერს, თუმცა ყველა მცდელობა ისრების გადატანის უშედეგოა და ხმაურს მაშინ იწყებენ, როდესაც სამართალდამცველები ოპოზიციონერ ლიდერებთან დაკავშირებული მორიგი ქოლცენტრის კვალზე გავიდნენ.

მიმდინარე კვირაში, პოლიციაში შესული ანონიმური ზარის შემდეგ, აღმოჩენილია კიდევ ერთი ქოლცენტრი, რომლის კვალი ისევ დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერებამდე მიდის. რთულია დაჯერება იმის, როგორ არ იცოდა გიორგი ვაშაძის ძმამ, როგორც კომპანიის მეწილემ, რა ხდებოდა აღმაშენებლის გამზირის 75-ში და ეს იცოდა მხოლოდ კომპანიის დირექტორმა და მეწილემ, ლომგულ ჭკუასელმა, რომელიც 75 წლისაა. ჭკუასელს სამი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს.

ამასთან, რთული დასაჯერებელია, რომ დავით არახამიას ძმამ შემთხვევით იქირავა გიორგი ვაშაძის ძმის კომპანიის კუთვნილი ფართი და ამის შესახებ არაფერი იცოდა გიორგი ვაშაძემ, რომელსაც დავით არახამიასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

ვაშაძეების და კეზერაშვილის ქოლცენტრების გარდა აღმოჩენილია და დახურულია კიდევ რამდენიმე კრიმინალური ობიექტი, მათ შორის ოპოზიციის დიდ ქომაგ ელისო კილაძესთან და სააკაშვილთან შერიგებულ და მის ადვოკატ ვალერი გელბახიანთან დაკავშირებული ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები შესაბამისი ექსპერტიზისა და გამოძიებისთვის.

ზუსტად იგივე მიზნებით დალუქულია ოფისი აღმაშენებლის 75 ნომერში. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც თუკი დანაშაულის სირთულეს გავუთვალისწინებთ, სავარაუდოდ, დიდ დროს წაიღებს. დასადგენია, კიდევ ვინ არის დამნაშავე ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, ვინც ამ ფართებს აქირავებდა, ვინც ქირაობდა, თუ ყველა ერთად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება