fbpx

ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა იმ პირის მთავარი მიზანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაშვებს მოითხოვს, ქვეყნის ომში ჩათრევაა.

„ვინც სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ითხოვს, ან მომავალში მოითხოვს ამას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე, ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაფიო – სააკაშვილმა თავისი სასჯელი უნდა მოიხადოს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს  მოუწოდებს ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება