fbpx

ვინც გარეჯს გაყიდის, რა უნდა იყიდოთ გარეჯის სანაცვლოდ? დავით ტურაშვილი

გარეჯი არ არის მხოლოდ ძეგლი, ეს არის მოვლენა! – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა “პოლიტიკურ პარასკევში” განაცხადა.

” როდესაც საფრანგეთმა ბრაზილიას 3:0 მოუგო, ჩემპიონატის ფინაში, ფეხბურთში, ბრაზილიის ქომაგები განიცდიდნენ და მოიგონეს ასეთი ვერსია, ალბათ გაყიდა ბრაზილიამ მატჩი, თორე როგორ მოუგებდა საფრანგეთიო?! ამაზე ალეკოს, ჩემს ზესტაფონელ მეგობარს, ჰქონდა ასეთი გენიალური არგუმენტი, გავიგეთ რომ გამყიდველები არიან და გაყიდეს ფინალი, მაგრამ რა იყიდეს მსოფლიო თასზე უკეთესიო?

აი მე გეკითხებით, ვინც გარეჯს გაყიდის, რა უნდა იყიდოთ გარეჯის სანაცვლოდ? საქართველო, როგორც ცივილიზაცია, როგორც არსი, როგორც კულტურა ყველაფერი არის გარეჯთან კავშირში. თქვენ შეიძლება მართლა არ იცოდეთ რა არის გარეჯი როგორც მოვლენა, ეს არ არის მხოლოდ  ძეგლი” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares