fbpx

ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?-რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეს

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თავისივე თანაპარტიელს გიორგი ჩალაძეს დაუპირისპირდა.
ჩალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კუპიურის ფოტო და დააწერა: „ზოგს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს), ზოგი ვირეშმაკაა, ზოგიც უბრალოდ კუპონა, ან რაც გინდათ, ის დაუძახეთ“.
საპასუხო გოცირიძემ აღნიშნული პოსტი გააზიარა და დაწერა: „ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?„პარტიის ოფისის შტურმის წინა დღეს, როცა ნიკა მელიას იცავდა ათასზე მეტი ადამიანი, კინწისკვრით იქნა გაგდებული პარტიიდან ინტრიგნობისათვის. დროზე რომ თქმულიყო ეს, ვერ გაბედავდა თავისი ჩვეული ინტრიგნობის გაგრძელებას. ბოლოს მეორეჯერ იქნა გაგდებული კინწისკვრით ორიოდე თვის წინათ, როცა გაბედა და „შემოიხედა“ პარტიის ოფისში. მიშას თანამებრძოლის როლი მოირგო და ამდენი წელი თავს ვიკავებდით ამ კრეტინი ვირეშმაკას შესახებ ღიად საუბარზე“.წერს გოცირიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება