fbpx

(ვიდეო)აქციის მონაწილეები, შოთა დიღმელაშვილს გეგმის დასახელებას სთხოვენ

რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს, აქტივისტები ორგანიზატორებისგან კონკრეტული გეგმის დასახელებას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორებს, როგორც ჩანს, ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ როგორ გააგრძელებს დაანონსებულ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს. ამიტომ საუბრობენ ყველაფერზე, გარდა გეგმისა. შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა – “აქ რაღაცეებს ვერ ვაკეთებთ, ბავშვებს ვერ ვაკეთებთ” – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი გამოსვლის დროს ისმოდა შეძახილები: “შოთა, ხალხი აღარ არის, სახლში წავიდა, სახლში, გეგმა თქვი, გეგმა”. რაზეც უპასუხა: “ნუ ღელავთ, ყველაფერი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ აქციას, მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აორგანიზებდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება