fbpx

ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია – თბილისში ბარ Bauhaus-ის ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებენ

თბი­ლის­ში ბარ Bauhaus-ის ორ და­კარ­გულ თა­ნამ­შრო­მელს ეძე­ბენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი ბა­რი­დან ღა­მის 5 სა­ათ­ზე, ჩან­თე­ბის გა­რე­შე გა­ვიდ­ნენ.

“ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გუ­შინ ღამე 5-ზე წა­ვიდ­ნენ “ბა­უ­ჰა­უ­სი­დან” და ამ დრომ­დე არ ჩა­ნან და ვე­ძებთ ჩვენც და პო­ლი­ცი­აც”, – წერს Bauhaus-ი.

ახალ­გაზ­რდე­ბის ბოლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე­გობ­რებ­მა იცი­ან იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვერ­ცხლის ქუ­ჩაა.

“არ გა­მოჩ­ნდნენ. ვე­ძებთ ოჯა­ხე­ბი და პო­ლი­ცია. მკვდრე­ბი ვართ უკვე. აღარ შეგ­ვიძ­ლია. ორი წუ­თით გა­ვიდ­ნენ ბა­რი­დან ჩან­თე­ბის გა­რე­შე და არ­სად ჩა­ნან”, – წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება