fbpx

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ ანზორ ჩუბინიძეს უმასპინძლა. მეგობრული შეხვედრის მიზანი, უწყებათა შორის ურთიერთობების გაღრმავება და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების პოტენციალის, მათი გამოცდილების უფრო მეტად გამოყენება და სტრუქტურაში ვეტერანთა მეტად ჩართულობა წარმოადგენდა, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვეტერანთა დასაქმებას გულისხმობს. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან როგორც მოქმედი, ასევე, თადარიგის ოფიცრების ღვაწლის უფრო მეტად დაფასებისკენ იქნება მიმართული.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, ერთმანეთს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება