fbpx

ვემუდარები ყველას, რომ ეს არ გააკეთონ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, დროული ტესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“აბსოლუტურად ყველამ, ვისაც აქვს სულ მცირე სიმპტომი რესპირატორული ინფექციის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, იმყოფებოდა კონტაქტში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთან ან იყო უცხოეთში – ჰყავდა უცხოელი სტუმარი, ან იმყოფებოდა ხალხმრავალ შეკრებაზე, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, ამ ადამიანებმა აუცილებლად მოკლე დროში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. პასუხი იქნება ყველაზე გვიან 48 საათში, გამორიცხულია, რომ ვინმემ ეს დამალოს.

მინდა ვთხოვო ყველას, ვემუდარები ყველას, რომ ეს არ გააკეთონ, ეს არის ყველაზე ცუდი რამ რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, იყო ერთეული შემთხვევები, არ განაცხადა პიროვნებამ რომელმაც იცოდა, საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა, მაგრამ მანამდე მან რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares