fbpx

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი ჟურნალისტების სახელით რომ არ შემორჩნენ პროფესიას და ისტორიას, საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ „ფორმულადან“?!

პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი, „ბიბისის“ საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელშიც დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორად არის მოხსენიებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მეგრელიშვილის განცხადებით, “ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გასაჯაროების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „ფორმულას“, წესით, ჟურნალისტები უნდა ტოვებდნენ.

„რა მაინტერესებს, ჟიჟილაშვილი, სანაია, თარგამაძე, მშვილდაძე და და-ძმანი მათნი, ევროპელი პენსიონერების მძარცველი ჟურნალისტების სახელით რომ არ შემორჩნენ პროფესიას და ისტორიას წესით საჯარო განცხადებების ფრიალით არ უნდა გარბოდნენ ფორმულადან?!
თუ მეშლება და არასწორად ვფიქრობ?“ – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება