fbpx

ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: როგორ შეიძლება ადამიანს კლავდე, წელიწადნახევარი შენს ხელში იყოს და ვერ მოკლა

როგორ შეიძლება ადამიანს კლავდე, წელიწადნახევარი შენს ხელში იყოს და ვერ მოკლა. თან ეს ყველაფერი ისე გააკეთო, რომ მეორე მხარემ მტკიცებულებაც ვერ შექმნას მილიონის დახარჯვის შემდეგ. – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წამების თემაზე კონცერტია გამართული. მისი შეფასებით, ამ დროის განმავლობაში, სოლიდური თანხის დახარჯვის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ, მისი შესაძლო სიკვდილის შესახებ ერთი მტკიცებულების შექმნაც კი ვერ შეძლო.

” როგორ შეიძლება ადამიანს კლავდე, წელიწადნახევარი შენს ხელში იყოს და ვერ მოკლა. თან ეს ყველაფერი ისე გააკეთო, რომ მეორე მხარემ მტკიცებულებაც ვერ შექმნას მილიონის დახარჯვის შემდეგ. მეც ექიმი ვარ და ვიცი, ნებისმიერი დიაგნოზი იწერება პატარა ადგილზე, 3 ათას გვერდს თუ წერ ე.ი. დიაგნოზი არ იცი, წარმოდგენა არ გაქვს რა სჭირს.“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება