fbpx

ვახტანგ მეგრელიშვილი ევროპულ საქართველოზე – ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს

ვახტანგ მეგრელიშვილი ევროპულ საქართველოზე – ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს გიგა ბოკერია იყო ბოიკოტის მთავარი მომხრე, ფუშერი, რომელიც ფაქტობრივად ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოტში შესულიყო. ფაქტიურად ქვეყანა გაწირეს პოლიტიკური კრიზისისთვის, აბულინგეს თუ რა ვიცი რა უქნეს მთელ თავიანთ კოლეგებს, ვერ მიაღწიეს მიზანს, ჩაისვარეს, დარჩნენ პარლამენტის გარეშე, მათი წევრები იქ არიან, ასეთი ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ევროპულ საქართველოზე ვლაპარაკობ, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გაიხსენა არჩევნების შემდგომი დღეები, როდესაც, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს არჩევნების გაყალბების ფაქტების დადების საშუალება ჰქონდა და დღემდე არ მიუციათ არათუ მათთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვერ მიცეს. მისი თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მისი მეუღლე ბოიკოტის წინააღმდეგი იყო. „ეს ხდება პირველ თუ მეორე დღეს, როდესაც ნიკა გვარამიას ოფისში მგონი ყველანი არიან შეკრებილები, პირველი დღეებია. მაშინ, როდესაც ყველას გვაქვს აბსოლუტური განცდა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ორი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელსაც წესით, აქვს საშუალება, რომ ფაქტები დადოს. იტყუება თამარი, როდესაც ამბობს, რომ მისი მეუღლე იყო წინააღმდეგი. გიგა ბოკერია იყო ბოიკოტის მთავარი მომხრე, ფუშერი, რომელიც ფაქტობრივად ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოტში შესულიყო. ორი პარტიაა, რომელსაც აქვს მონაცემები, ერთადერთი მონაცემი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის 2000 ხმა, რომელიც ერთადერთ ჩვენს კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს მაჟორიტარულ არჩევნებში მოპარეს თუ პირიქით, მოწინააღმდეგეს დაუწერეს. ე. ი. მე ვიცი, რომ ჩემს კანდიდატს 2000 ხმა მოპარეს და ვიცი, რომ ორი ყოფილი კოლეგა ოპოზიციონერი იძახის, რომ არჩევნები დადასტურებულად ვიცით, რომ გაყალბდა. ჩვენ ვეუბნებით, მოგვეცით ინფორმაცია, მოგვეცით ფაქტები, რომ ჩვენც დავრწმუნდეთ. მთელი თვეები გავიდა, დღემდე ხო არ მოუციათ, არათუ ჩვენთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვერ მიცეს, ვერ დაამტკიცეს, ფაქტიურად ქვეყანა გაწირეს პოლიტიკური კრიზისისთვის, აბულინგეს თუ რა ვიცი რა უქნეს მთელ თავიანთ კოლეგებს, ვერ მიაღწიეს მიზანს, ჩაისვარეს, დარჩნენ პარლამენტის გარეშე, მათი წევრები იქ არიან, ასეთი ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ევროპულ საქართველოზე ვლაპარაკობ, იმდენი ზიზღი, ბოღმა და ბოროტება, რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს. ეს ამბავი არ მთავრდება და მინდა, რომ დამთავრდეს, ვიდრე ეს ამბავი ასე იქნება, ამ ხალხს არანაირი პერსპექტივა არ ექნება ქართულ პოლიტიკაში“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ვახტანგ მეგრელიშვილი შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი, რადგან ცოლი ქმრის გაგრძელება ჰქონია. „მეუღლეზე ვლაპარაკობ საერთოდ? ცოლი ქმრის გაგრძელება გგონია, ჩარჩენილი ხარ შუა საუკუნეებში, გიგამ დაგჩაგრა და ამიტომ შეირცხვინე თავი? 53%-ში ბათილად გამოცხადდა, ბალანსი ვერ დადეს, 19 აპრილს ჩასვრილები გნახეთ იმ პანაშვიდზე თავზე რომ გადაგახიეს“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება