fbpx

ვახტანგ გომელაური – რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება – შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება.

„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

20.03.2024 / 13:52

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება