fbpx

ვაქცინის ბუსტერის დამატებაზე გადაწყვეტილებას საქართველო სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს“ – გამყრელიძე

გამყრელიძე ამბობს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ე.წ. ბუსტერის დამატება საჭირო გახდება.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან იხელმძღვანელებს.

„მესამე დოზებთან დაკავშირებით დიდი საერთაშორისო პრაქტიკა არ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ ინიციატივა გააჟღერა. ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებას 8 თვის შემდეგ მეორე აცრიდან ბუსტერის გაკეთებაზე.

ამ ქვეყნებს ორჯერადად აცრილი ჰყავთ თავიანთი მოსახლეობის 60%. ჩვენ როცა ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. ამ საკითხთან ჩვენთან ვისაუბროთ ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა და ზოგადად ბუსტერი ამ პანდემიის პერიოდში რაღაცა დროს საჭირო გახდება. მტკიცებულება იმისა, რომ ეს იქნება 6 თვის თუ 8 თვის შემდეგ, ჯერჯერობით არ არის. საერთაშორისო პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას გვიან შემოდგომაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება