fbpx

ვაქცინირებულ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა-ლევან რატიანი

უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ასევე, არავაქცინირებულიც, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ დავინახე ჩემი თვალით, რომ პაციენტებში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია, ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა“, – აღნიშნულის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია იზრუნოს პაციენტებზე და რაც შეიძლება ნაკლები ლეტალობის შემთხვევა იყოს ქვეყანაში.

„აცრილთა შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ინფიცირებული პაციენტი და მცირე სიმპტომით გამოუვლინდეს COVID 19-ის დაავადება. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია, მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება