fbpx

ვატო შაქარიშვილი: ქართველი ლიბერალებისთვის, რწმენის და სხვა თავისუფლება, მათი ექსკლუზიური უფლებაა და არ ვრცელდება მართლმადიდებელ ადამიანებზე. თუ ხარ ეკლესიის მრევლი, გერთმევა ყველა ფუნდამენტური უფლება, მაგრამ თუ LGBT სამკლაურს გაიკეთებ, მაშინ ოვაციებსაც დაიმსახურებ

„თუ ხარ ეკლესიის მრევლი, აღმსარებელი-მაზიარებელი, სულის ცხონება თუ გინდა მაშინ, ლიბერალური დიქტატის წესებით, შენ გერთმევა ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება! უნდა იცოდე, რა წვლილიც არ უნდა შეიტანო ქვეყნის კეთილდღეობაში, ის არ იქნება აღიარებული და პირიქით, ამისათვის გაგლანძღავენ და რუსეთის აგენტობასაც დაგაბრალებენ! მაგრამ თუ, LGBT სამკლაურს გაიკეთებ, თუ პატრიარქის ნაცვლად დემნა გვასალიასთან შეხვედრის ფოტოს გამოაქვეყნებ, მაშინ არათუ შენი უდიდესი სპორტული წარმატება, არამედ უკანასკნელი უნიჭობაც კი ფართოდ იქნება აღიარებული და ოვაციებსაც დაიმსახურებ“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ლიბერალებისთვის, რწმენის, რელიგიის და სხვა ყოველგვარი თავისუფლება, მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლებაა და არ ვრცელდება ქრისტიანობასა და მართლმადიდებელ ადამიანებზე. თუ ხარ ეკლესიის მრევლი, აღმსარებელი-მაზიარებელი, თუ ცდილობ, წვალობ, წირვა-ლოცვას ესწრები, მარხვას იცავ, მცირედი სინანული მაინც თუ გაქვს, სულის ცხონება თუ გინდა მაშინ, ლიბერალური დიქტატის წესებით, შენ გერთმევა ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება! მეტიც, შენ გეკრძალება ნებისმიერი ეკონომიკური თუ სოციალური სიკეთით სარგებლობა! შენ, საკუთარი ხელით უნდა მიიკრა შუბლზე ბნელისა და ჩამორჩენილის იარლიყი! უნდა იცოდე, რომ რა დოვლათიც არ უნდა შექმნა, რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, რა წვლილიც არ უნდა შეიტანო ქვეყნის კეთილდღეობაში, ის არ იქნება აღიარებული და პირიქით, ამისათვის გაგლანძღავენ და რუსეთის აგენტობასაც დაგაბრალებენ!
მაგრამ თუ, LGBT სამკლაურს გაიკეთებ, თუ პატრიარქის ნაცვლად, დემნა გვასალიასთან შეხვედრის ფოტოს გამოაქვეყნებ, თუ მოედანზე გასვლის წინ, პირჯვრის გადაწერის ნაცვლად BLM-ს და სხვა ლიბერალურ(woke) ტრენდებს მუხლს მოუდრეკ მაშინ, არათუ შენი უდიდესი სპორტული წარმატება, არამედ უკანასკნელი უნიჭობაც კი ფართოდ იქნება აღიარებული და ოვაციებსაც დაიმსახურებ!!!
ყველა მორწმუნის სახელმძღვანელო სახარებაა და არა ენჯეო გაიდლაინები, სახარებაში კი წერილ არს – ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინასწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.
დიდება უფალს!
დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს! მისი ლოცვა გვეწეოდეს!
მე მცირედმორწმუნე, ვამხნევებ და ვგულშემატკივრობ ყველა მორწმუნეს ნებისმიერ სფეროში – სპორტში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ბიზნესში და ა.შ. ნებისმიერი სოციალური სტატუსით, ჩინით, თანამდებობით თუ ქონებრივი მდგომარეობით!!!
ნეტარ არიან მორწმუნენი!!!
P.S. ამ ბოლოს სულ გაგიჟდნენ – 90 წლის უწმინდესმა ღამისთევის ლიტურგია რომ ჩაატარა და ქვეყნის პრემიერი მეუღლესთან ერთად რომ ეზიარა, ამაზე ცოფებს ყრიან, ცოფებს…“- წერს ვატო შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება