fbpx

ვატო შაქარიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ჯერ არ მიღებულმა კანონმა უკვე დიდი საქმე გააკეთა – დე ფაქტო, უკვე ყველამ გამოაცხადა თავი უცხოური გავლენის აგენტად~

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.

მისი განცხადებით, კანონმა, რომელიც ჯერ არც კი მიუღიათ, უკვე დიდი საქმე გააკეთა და უსაფუძვლო პროტესტით უკვე ყველამ თავი გამოავლინა, როგორც უცხოური გავლენის აგენტმა.

„ჯერ არ მიღებულმა კანონმა უკვე დიდი საქმე გააკეთა. მართალია ფორმალურ რეგისტრაციაზე უარს ამბობენ, მაგრამ ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო პროტესტით, დეფაქტო, უკვე ყველამ გამოაცხადა თავი უცხოური გავლენის აგენტად.“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება