fbpx

ვატო შაქარიშვილი ზურაბ გურულზე: როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება – მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს

როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს, – ასე ეხმიანება კონსერვატიული პორტლის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას.

შაქარიშვილის თქმით, გურულის განცხადება იმის შესახებ, რომ 30 აპრილს დაგეგმილი აქციის დაწყების დრომ „რომელიღაც უცხო ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული ფეხბურთის რიგითი მატჩის“ გამო გადაიწია, ადასტურებს იმას, რომ აქციის მიზანი გაუგებარია როგორც გურულისთვის, ისე სხვა ლიბერალებისთვის.

„როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს!
გასაკვირი არ არის ნაც-ლიბერალების ამ უსამშობლო, უსულო არსებების დამოკიდებულება ხვალინდელ შეკრებასთან მიმართებაში!
ვერც ამ ერთობის მიზეზს და მიზანს გაიგებენ და ვერც ხვიჩას გამო 1 საათით გადაწევას თუ გადმოწევას!
სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, იციან რაც მოხდება ხვალ, რამხელა ენერგია შეიკვრება სამშობლოზე გულანთებული ქართველების ერთობით!
ხვიჩასაც ვუგულშემატკივრებთ! ქვეყანასაც დავიცავთ!
მშვიდობას გავუფრთხილდებით!
ტრადიციებს შევინარჩუნებთ!
თქვენთვის უცხოს და საძულველს, ჩვენთვის სათაყვანებელ სამშობლოს ვუერთგულებთ სანამ პირში სული გვიდგას!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება