fbpx

ვარლამ გოლეთიანი ისეთი გმირია, როგორც მელია პოლიტპატიმარი!ესაა სიმართლე -ბაქარ ადამია

ბაქარ ადამია-

მე არანაირი გმირობა არ ჩამიდენია, მე ერთ არაკაცს უბრალოდ შემთხვევით შემხვედრს ვუთხარი ჩემი სათქმელი, რომელიც რაც არ უნდა მწარე ყოფილიყო ვინმესთვის იყო სიმართლე! სიმართლის თქმა კიდე არასდროს ჩამითვლია ან გმირობად ან კიდე დიდ ვაჟკაცობად! მე რომ არასწორად მოვქცეულიყავი გვერდში ვინ დამიდგებოდა ან რომელი?! უბრალოდ არავინ! ამიტომ მე დამიდგნენ გვერდში, არასწორია, უბრალოდ სიმართლის მხარეს იდგნენ, არავის გაურჩევია მაშინ ჩემი პარტიულობა(რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს), ჩემი ფინანსები და ა.შ…(გვარამიას სექტის გარდა)დღეს რა ხდება? მე ვაფიქსირებ იგივეს, ჩემს აზრს რომ რადიკალიზმი და ესეთი ძალადობრივი სენით შეპყრობილი ხალხი ცდილობს მოვიდეს Მთავრობაში და საკუთარ მოქალაქეებზე კომბლებით იყაროს ჯავრი, ეს მისაღებია?! არ მითხრათ ახლა კომბლები არ ჭერიათ ხელშიო!!!მე მათ არასწორ ქმედებებს ვუპირისპირდები და არა პირადულად ლევანს, ან მის მხარდამჭერებს.მე როგორც ჩანს რწმენა, ქართველობა, გმირობა, ტოლერანტობაც და ალბათ ბევრი რამ სხვაგვარად მესმის.

1. დავით აღმაშენებლის რომ მწამს და ილია მეორესიც მაგიტო ვსაუბრობ ესე. მე-11 საუკუნეში ხო აღარ ვართ?!

2. ლევანისგან სად მოვისმინე რუსეთზე რომ გიჟდება? ყველა მის გამოსვლაში უსვამს ხაზს თავად მაგ ფაქტს და საკუთარი ქმედებებით ამყარებს თან!

3. ნამახვანს ებრძოდე კაბალურია ხელშეკრულებაო, მაშინ როცა არცერთი პროექტი ჩვენი სახელმწიფოსთვის არ ყოფილა ესეთი მომგებიანი, მაშინ როცა 60% ენერგო რესურსის უჭირავთ რუსულ კომპანიებს, ამას არ აპროტესტებ?!მაშინ არ იყო საჯარო ფიგურა ან პოლიტიკაში?! მაშინ არ იყო კაბალური ხელშეკრულებები?! ნამახვანი არის თემა სადაც ბრმად აიყოლიებდა ხალხს, რწმენის(ჯვრის ამბავის გამო, ანტი თურქული კამპანიის გამო) და ურა პატრიოტიზმის სახელით, “სამშობლო გაყიდეს” და “ქართულ მიწას ვიცავთ” ამის ძახილით!!!მანდ მყოფს რომელს დაუცვია სამშობლო 1991-1992-1993 წლებში, რამდენს უბრძოლია ამ მიწისთვის?! თუ 2008-ში იბრძოლეს?! პოლიტმატიმარიაო მელიაც და კოსტავაცო, რომ გიკვირთ, მართალი ბრძანდებით!მაგრამ სამშობლოს იცავენ ეხლა ეგენიც და ომში ნაბრძოლები ბიჭებიც??? რატო ვწერ იცით ამას, მამაჩემს უბრძოლია იარაღით ამ ქვეყნის დაცვისთვის, მის მეგობრებს, ჩემ ნათლიებს, ჩემი ძმების ნათლიებს და ეგენი დღეს ქვეყანას ყიდიან?!

ეგენი არ არიან გმირები და ვარლამია გმირი?! მიწას და სამშობლოს იცავსო… სირცხვილია უბრალოდ სხვას რომ თავი დავანებოთ, სირცხვილი!ვარლამი ისეთი გმირია, როგორც მელია პოლიტ-პატიმარი!!!ესაა სიმართლე და თუ ვინმეს ეწყინება სულ არ მადარდებს, არასდროს მიცხოვრია ვინმეს გულის მოსაგებად, ისე გამზარდეს რომ სამშობლოს და სიმართლეს არაფერი შემიცვლის!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება