fbpx

ვარკეთილი 3-ში,  სადგერისა და ჩხენკელის  ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის
სამუშაოები დაიწყო

ვარკეთილი 3-ში,  სადგერისა და ჩხენკელის  ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის
სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3 500 კვ. მ ფართობის
 რეაბილიტაცია , რისთვისაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  250 000 ლარია
გამოყოფილი.

სადგერის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. გასულ წელს,
აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 250 გრძივი მეტრის წყალარინების ქსელი
მოაწყო.

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო
ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება