fbpx

ვარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში,
ვარკეთილის ხევში, 3.5 ჰექტარ ფართობზე არსებული პარკის მოწყობის
სამუშაოები დაასრულა. განახლებული პარკი დღეს საზეიმო კონცერტით გაიხსნა.
ახლად გახსნილი პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია
ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი დაპირება, რომ ამ სივრცეში ერთ-
ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილს მოვაწყობდით, შესრულებულია. ძალიან
მიხარია და მეამაყება, რომ სამგორის რაიონში მსგავსი პროექტის განხორციელება
მოვახერხეთ. მეამაყება, რომ მოეწყო სივრცე, სადაც დასვენებისთვის,
გართობისთვის, განტვირთვისთვის შესაბამისი ადგილი ყველა თაობის
ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ასევე, პატარებისთვის განთავსებულია
შესაბამისი ატრაქციონები. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მიდგომა და
დამოკიდებულება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ხვალინდელი თბილისი – უფრო
მწვანე, უფრო კეთილმოყობილი, განვითარებული, მოწესრიგებული
ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ჩვენი
სიყვარული და პატივისცემა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანების მიმართ“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას აღნიშნული სივრცის მოფრთხილებისა და
დაცვისკენ მოუწოდა.
„მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი
იყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცეებით,
საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კეთდება
ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, კეთდება ჩვენი შვილებისთვის
და შვილიშვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ერთი რამ მინდა გთხოვოთ – ამ
სილამაზეს სჭირდება გაფრთხილება. მოვუაროთ, არ დავაზიანოთ, დავიცვათ
ვანდალიზმისგან. მოვლა-პარტონობას რაც შეეხება, მერია ყველაფერს გააკეთებს,
რომ სკვერი იყოს მოწესრიგებული, გალამაზებული, მოვლილი. წარმატებები,
გამარჯვება და წინსვლა ყველაფერში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება