fbpx

ვანო მერაბიშვილმა მძიმე შეცდომები დაუშვა, მთავარი კი ის იყო,არ გადადგა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ამას ახსნა არ აქვს-ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “რუსთავი 2” -ის ეთერში ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერაბიშვილს აქვს ამ ნაბიჯის გადადგმის უფლება, თუმცა მას მიანიჭებს თუ არა ლეგიტიმაციას ხალხი, ეს არჩევნებზე გადაწყდება. კითხვაზე, იქნება თუ არა მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რიგებში, მელიამ უპასუხა, რომ არაფერია ჯერ გადაწყვეტილი და იქვე დასძინა:
“ნაციონალური მოძრაობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა. მიდგომებით, შეხედულებებით “ნაციონალური მოძრაობა” განახლებულია, მან საკუთარ თავში იპოვა განახლების ძალა…რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მან მძიმე შეცდომები დაუშვა, მთავარი კი ის იყო, რომ არ გადადგა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ამას ახსნა არ აქვს, არ ვიცი, ვერ გავიგებ, რა ძალამ გააჩერა კაბინეტში”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება