fbpx

ვამაყობ იმით რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა-ჯუანშერ ბურჭულაძე

მე ვამაყობ იმით, რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა. ბატონი პრემიერ-მინისტრის ამ რანგში უკვე ჩვენ აუცილებლად გავხდით შეუქცევადს ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადასც

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ მანდო ასეთი დიდი სამსახური, ასეთი საპასუხისმგებლო უწყება. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის, რომ შევასრულო ის დაპირება, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის დროს გასცა. მე ვამაყობ იმით, რომ ბატონმა პრემიერმა დაიწყო ჯარისკაცზე ზრუნვა. ბატონი პრემიერ-მინისტრის ამ რანგში უკვე ჩვენ აუცილებლად გავხდით შეუქცევადს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად შეიმეცნებს იმას, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახის წევრებზე“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება