ვაკის რაიონის გამგეობამ ი.ჭავჭავაძის გამზირის N39-ში სხვადასხვა
სახის ინფრასტრუქტურული პროექტები დაასრულა.
მისამართზე მდებარე, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის ეზოში
განახლდა დასასვენებელი სივრცე. მოეწყო სკვერი და სპორტული
მოედანი, ეზოში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი,
მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. ასევე ჩატარდა
გამწვანების სამუშაოები – დაირგო 146 ძირი ხე-მცენარე.
დასასვენებელი სივრცის გარშემო დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
ამასთანავე, ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, განახლდა
კორპუსის სამი სადარბაზოს ლიფტები, საერთო სარგებლობის გარე
კიბე და მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.
სარეაბილიტაციო პროექტების ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 1
300 000 ლარი შეადგინა.
შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი,
მაჟორიტარ დეპუტატებთან ზურაბ რურუასთან და ალექსანდრე
ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.