fbpx

ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფოტოგრაფი ნამდვილად არის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში-გიორგი კაპანაძე ჟურნალისტი

“პრესაჯის” მთავარი რედაქტორის გიორგი კაპანაძის განცხადებით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ფოტოგრაფის ჩვენება საქმის გახსნის გასაღებია და აღნიშნა, რომ ეს პირი ნამდვილად არის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. გიორგი კაპანაძემ ძალოვანი უწყების მოქმედ და ცნობილ მაღალჩინოსანს, რაზეც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა ზვიად კუპრავამ  გაახმოვანა, დრო მისცა რამდენიმე საათი, თავად გააჟღეროს საკუთარი ვინაობა.

“ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფოტოგრაფი ნამდვილად არის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის არის მოქმედი მაღალჩინოსანი, ახლო ნათესავი, ფატობრივად, ოჯახის წევრი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ. რამდენიმე საათი დაველოდები მას, დაწერს თუ არა სოციალურ ქსელში და გაახოვანებს თუ არა ნათესაურ კავშირს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი და გვარი გახდება საჯარო და თუ ეს ადამიანი გაახმოვანებს საკუთარ პოზიციას, კარგი იქნება. ამიტომ არის ამ საქმის გახსნის გასაღები ფოტოგრაფი.

გაუზიარე!

Shares