fbpx

ე.წ. “ნეიტრალიტეტის” საკითხის ინიცირებით დაკავებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ფაქტიურად ხელს უწყობს საქართველოს სივრციდან ნებისმიერი დასავლური ღირებულების ელიმინაციას-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი და ,,იქსნიუსის,დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი წერს-

საქართველოს ე.წ. “ნეიტრალიტეტის” საკითხის ინიცირებით დაკავებული ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ფაქტიურად ხელს უწყობს საქართველოს სივრციდან ნებისმიერი დასავლური ღირებულების ელიმინაციას და შესაბამისად, გამონთავისუფლებულ ადგილზე ჩრდილოელი ოკუპანტის ექსპანსიის გაფართოებას.

საქართველოს მოსახლეობამ და ამომრჩეველმა დღევანდელი ჩრდილოელი ოკუპანტისგან თავისუფლებას ხმა მისცა 1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმზე, რომელიც შემდეგ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესმა საბჭომ და 1991 წლის 9 აპრილს საკუთარი დადგენილებით გამოაცხადა სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლა, რომლის უფლებაც მას იმ დროისთვის მოქმედი სსრკ-ს კონსტიტუციით ჰქონდა.

შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც პოზიტიურ კონტექსტში საუბრობს ე.წ. “ნეიტრალიტეტზე” არა მხოლოდ დღევანდელ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ ნებით თუ უნებლიედ ეწინააღმდეგება საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაბამის აქტს.

და ბოლოს: თუკი საქართველო დღეს კიდევ ინარჩუნებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარეგნულ თუ შიდასახელმწიფოებრივ სტატუსსა და ნიშნებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ დასავლური ინვესტიციების და ინსტიტუციური რეფორმების შედეგია, რომელიც განხორციელდა საქართველოში დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში.

2008 წლის საომარი მოქმედებების და ომის დროს საქართველოს სრული ოკუპაციის გამორიცხვის ერთადერთი მექანიზმი იყო საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის მაშინდელ კუთვნილებაში მყოფი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი .ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით ნებისმიერი ლტოლვა ნებისმიერი გაგებით ე.წ. “საქართველოს ნეიტრალიტეტის” მიმართ არის ჩრდილოელი ოკუპანტისგან წაქეზებული პროვოკაცია და პოლიტიკური “ფოკუსნიკობა” !!!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება