fbpx

ე.წ “ვარდების რევოლუციის” დეტალები

ვთქვი რომ დავწერდი, როგორ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების გადაბირება.
ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” დღეებში ჯერ მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადება, რომლითაც ის ფაქტიურად გაემიჯნა ხელისუფლებას. შემდეგ უკვე უშიშროების მინისტრის აღიარება, რომ მხარს უჭერდა პუტჩისტებს და პირადად ჩააცვა სააკაშვილს ჯავშანჟილეტი პარლამენტში შევარდნამდე.

უფრო ადრე კი შსს-ს გია გულუას სახელობის სპეცრაზმი გადავიდა მომიტინგეების მხარეს. ამ რაზმის მაშინდელ მეთაურს ზაზა გოგავას, კი ნაცების ხელისუფლებამ მყისვე არგუნა გენერალური შტაბის უფროსობა. სხვა მაგალითების გახსენებაც შეიძლება, თუმცა ვფიქრობ ესეც საკმარისია.

ეს ყველაფერი იყო ამ სტრუქტურებში ფარული მუშაობის შედეგი და სხვათა შორის ეს მეთოდი დეტალებში აქვთ აღწერილი აკერმანს და “ფერადი რევოლუციების” სხვა ავტორებს თავიანთ სახელმძღვანელოებში. წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება