fbpx

ეხლა ჯღაბნიან დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ ციხეში გამომწყვდეულ მათ ბელადს ასიამოვნონ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ე.წ ოპოზიციური პარტიების უშედეგო მცდელობებზე სოციალურ ქსელში წერს.

“ნაცები და მათი სატელიტები ისევე ვერ გამოსწორდებიან, როგორც ვერ გათეთრდება ყვავი. უქონელები, ყოველთვის სხვის ჯამში იყურებოდნენ, სხვის სიმდიდრეს იყვნენ დახარბებული და მის წართმევაზე მომართული. ეხლაც ასე არიან

ეხლა ჯღაბნიან დეოლიგარქიზაციის კანონს, რომ ციხეში გამომწყვდეულ მათ ბელადს ასიამოვნონ. ხომ იმუქრებოდა მიშა, ივანიშვილს ფულს წავართმევო, და ეხლაც მისი ვეზირები ნაცები, ლელო და ჭიჭე ვაშაძის პარტია ცდილობენ დეოლიგარქიზაციის საფარქვეშ ივანიშვილს ფინანსური ეგზეკუცია მოაწყონ. ტკივილამდე ნაცნობი სცენარია

მერე კი ნუღარ ეწყინებათ ხალხი რომ ნაცების სატელიტებად ჩათვლის და 1% -2% თუ გამოიმეტებს მათთვის არჩევნებზე.აღნიშნავს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება