ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიულირეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნოასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმებიგანიხილა.მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმაგაგრძელდება. ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტგათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნასაცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება დაუზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე -გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა დამეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობსსისტემის მდგრად განვითარებას.შეხვედრას მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე,სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორისწარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება