fbpx

ექთანს ბატონმა მიხეილმა უთხრა, აი, შენ ახლა შენ დასაპატიმრებელთა სიაში ჩაგწერო

მე მას ვერ განვსჯი ვერცერთი მისი ნაბიჯისთვის. ჩვენ ექიმები ვართ და ყველა შემთხვევაში ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისათვის, კარგად ყოფნისთვის, მიუხედავად მისი მიზნისა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველას აქვს საკუთარი ამოცანები, ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. მე მას ვერ განვსჯი ვერცერთი მისი ნაბიჯისთვის. ჩვენ ექიმები ვართ და ყველა შემთხვევაში ვიბრძვით მისი ჯანმრთელობისათვის, კარგად ყოფნისთვის, მიუხედავად მისი მიზნისა. ჩვენი ამოცანები მის პოზიციაში თანხვედრაში არ მოდის. ჩვენ გულით გვინდა, რომ ის კარგად იყოს, ჯანმრთელად იყოს. მართლა ძალიან დიდი ემპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. ექთანი რომ იყო დაკითხვაზე, ხმამაღლა ვერ თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა მას უთხრა, აი, შენ ახლა შენ დასაპატიმრებელთა სიაში ჩაგწერ.

აი, მუდმივი ესეც მაგიჟებს, ქალბატონო ნინო, როგორ არ გეშინიათ, ახლა ესენი რომ დაბრუნდნენ, ყველას დაგვიჭერენ. შემდეგ მაგნიცკის თუ რაღაც სიას რომ აფრიალებენ. ნუ, ეს ძალიან სირცხვილია! НКВД-ს მეთოდები და პირდაპირ აღსდგა ლავრენტი პავლეს ძე! ექთანი მორბოდა, გადმოგვცესო, არ ინერვიულოთ, იმ სიაში თქვენ არ ხართო. ვუთხარი, აი, დარდი! რომელ სიაშიც უნდა, წერონ და იკითხონ! მე ხომ ვიცი, რომ არასდროს არავისთვის არაფერი დამიშავებია კარგის მეტი! რა სიაში ჩამწერენ?!“, – განაცხადა ნადირაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება