fbpx

ეს „ჩუსტებით“ მისული კონტინგენტი წარმოუდგენლად გამდიდრდა-დავით ქართველიშვილი

უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშომელი დავით ქართველიშვილი წერს-ამას ვწერ პირველად და ვუძღვნი ჩვენი ქვეყნის იმ გულანთებულ პატრიოტებს, რომლებმაც 2013-2015 წ.წ. წარუშლელი კვალი დატოვეს პოსტ-სააკაშვილისეული დამცირებული სახელმწიფოს ხელახლა აწყობაში და რომლებიც „ვინმეს“ უნდა გაეჩერებინა „ვიღაცის“ მეშვეობით. 2016 წლის დასაწყისიდან 2021 წლის დასწყისამდე – ამ „ვიღაცეებს“ ეს ნაწილობრივ მოახერხეს. ეს ის ხუთი წელიწადია – რამაც ქვეყნის წინსვლა დროებით უკან დაწია, ხოლო ხელისუფლების ერთგულ მხარდამჭერებში იმედგაცრუება, ტკივილი და უსამართლობის მძაფრი შეგრძნება გამოიწვია. მათ შორის ალბათ მეც ვარ – მაგრამ არა იდეის, არა „ქართული ოცნების“, არამედ „ურმით გადაადგილებული სამართლიანობის“ მიმართ გულნატკენი.2013 წლის დასაწყისიდან 2015 წლის აგვისტომდე მე მხვდა წილად, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ანალიტიკური დანაყოფის ხელმძღვანელად მუშაობის ბედნიერება. ეს იყო აღმავლობის, იმედის და ბედნიერების 30 თვე. სისტემას დაუბრუნდნენ საქმის კეთებისადმი წყურვილის მქონე პროფესიონალები. სულ რაღაც 30 თვეში სუს-ში დაბრუნებულმა ამ გუნდმა პირველ რიგში მოახერხა საქართველოს სპეცსამსახურის პრესტიჟის აღდგენა დათა ახალაიასა, „მასტერასა“ და სოსო თოფურიძის შემდეგ, რომელთა აჩრდილები ჯერ კიდევ დადიოდნენ „მოდულის“ დერეფნებსა თუ კაბინეტებში. გარდა ამისა, დროის ამ მცირე მონაკვეთში, ჩვენმა გუნდმა მოასწრო მრავალი კეთილი საქმის კეთება:✓ გახსნილი იქნა პაატა ქარდავას მკვლელობა და მის ოჯახს დაუბრუნდა სამართლიანობის აღდგენის უკვე დაკარგული იმედი✓ გახსნილი იქნა დავით ცინდელიანის მკვლელობა, რამაც ნაწილობრივ მაინც მოუშუშა ამ ახალგაზრდა ქართველი ბიჭის მშობლებს უმძიმესი იარები✓ გახსნილი იქნა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, არჩევნების დროს ჩადენილი ხურჩას ტერაქტი, ეს სისხლიანი სპექტაკლი, რომლის დროს დაჭრილი იქნა ერთი ქალბატონი/მასწავლებელი✓ მერაბიშვილის „სანაქებო“ პოლიციელების მონაწილეობით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა გალის რაიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება, შემდგომში გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით – ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგად ეს პროცესი მთლიანად იქნა აღკვეთილი. მცირეწლოვანი დისო კიკალიშვილის ეპიზოდი – ეს იყო ბოლო გატაცება, ხოლო ბოროტმოქმედთა ჯგუფი აყვანილი და მიცემულ იქნა პასუხისგებაში✓ წლების განმავლობაში ენგურ ჰესის ქართველი სპეციალისტები ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მუდმივ სამიზნეს წარმოადგენდნენ თავისი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გამო – მათ სისტემატიურად სძალავდნენ თანხებს ფიზიკური განადგურების მუქარით. ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგად ამ დანაშაულებრივ პრაქტიკას ბოლო მოეღო, რაც შეიძლება დაადასტუროს ენგურ ჰესის დირექტორმა – ლევან მებონიამ✓ ზუგდიდის ე.წ. „კომბინატის“ დასახლების საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ სარდაფში, ჩვენი გუნდის მიერ იქნა აღმოჩენილი აჭარის კუდ-ის შენობაში დაბეჭდილი 30 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა, რომელსაც ნაცმოძრაობა იყენებდა არჩევნებიდან არჩევნებამდე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში – და დღეს ეს კრიმინალები არჩევნების ჩატარებას უწუნებენ ხელისუფლებას✓ ჩვენი გუნდის მიერ წალენჯიხის რაიონის ნარაზენის ტყეში იქნა აღმოჩენილი ენით აუღწერელი სისასტიკის, გაუპატიურობების, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ვიდეოთეკა, ტყვია/წამალი, იარაღი, „დასაჭერთა“ სიები და სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელი სხვა უამრავი მტკიცებულება✓ ჩვენი გუნდის, და ჩემი პირადი მონაწილეობით – ციმბირის ციხეებიდან ოჯახებში იქნა დაბრუნებული ათზე მეტი ჩვენი ოფიცერი, ვინც საზარბაზნე ხორცად იქნა მიტოვებული სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ჯარის ხელში და თითი თითზე და გაუკარებია მათი ხვედრის შესამსუბუქებლად, მით უმეტეს განთავისუფლების მიზნით✓ არაერთი ჩვენი მოქალაქე იქნა განთავისუფლებული ცხინვალის ციხეებიდან ამ ფაქტების ყოველგვარი გახმაურების გარეშე, მათ შორის პირადად ჩემი ძალისხმევით – 2014 წლის 7 მაისს სოფ. პერევიდან გატაცებული 17 ჩვენი მოქალაქე (ჯონჯოლის საკრეფად გასულები), ყოველგვარი ჯარიმის გადახდის გარეშე იქნა განთავისუფლებული და დაბრუნებული ოჯახებში✓ პირადად ჩემი უშუალო მონაწილეობით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა პირველადი ინფორმაცია 2014 წლის 24 ივლისს კიევში ნაცმოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული „საქართველოს განთავისუფლების შტაბის“ თაობაზე, საიდანაც დაიწყო მათი დღემდე მიმდინარე წარუმატებელი სვლა, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით✓ ჩვენმა ჯგუფმა აღკვეთა თბილისის კლუბებში არასრულწლოვანთა ნარკოტიკული საშუალებების მომარაგების ფაქტები და საქართველოში კონტრაბანდული გზით მათი დიდი ოდენობით შემომტანი „ბომონდის“ ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი თბილისის აეროპორტში „ფაქტზე“ იქნა დაპატიმრებულიუამრავი სხვა მიმართულება დაგვრჩა დაგეგმარების, რეალიზაციის, ჩანაფიქრის სტადიაზე და იმის შეგრძნება, რომ მტერს ადრე თუ გვიან უნდა გავეჩერებინეთ, რა თქმა უნდა გვქონდა. ჩვენი წარმატებული საქმიანობა წერტილს დაუსვამდა ქვეყანაში ანტიკონსტიტუციურ პროცესებს, საჯარო სექტორში მოკალათებულ ნაც/საბოტაჟის წარმომადგენლების მხრიდან ძირგამომთხრელ საქმიანობას. და ჩვენი გაჩერება შეძლეს – 2015 წლის აგვისტოში სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, ჩვენი გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით, გაშვებული იქნა სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ამ წმენდის უკან იდგა ამჟამად ხელისუფლებისადმი ოპოზიციაში მყოფი სოსო გოგაშვილი. თუ ვის ინტერესებში მოქმედებდა მაშინ, ან ვის ინტერესებში მოქმედებს დღეს სოსო გოგაშვილი – თავად განსაჯეთ. ფაქტი ჯიუტია: გამოთავისუფლებული სივრცე დაიკავეს გოგაშვილის, ძმებ ხოჯევანიშვილების და გახარიას ნდობით აღჭურვილმა ნათესავებმა, ნათლულებმა, მეზობლებმა, მეგობრებმა, დაქალებმა და ა.შ. – რომლებსაც არანაირი შეხება სპეცსამსახურებთან და მათი მუშაობის სპეციფიკასთან არ ჰქონიათ. უმოკლეს ვადაში – სამსახურებში ეს „ჩუსტებით“ მისული კონტინგენტი წარმოუდგენლად გამდიდრდა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – რომლის საფარქვეშ უამრავ დანაშაულს სჩადიოდნენ, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიაყენეს. ასევე, ჩატარებული წმენდის შედეგად ქუჩაში გაშვებული კადრები – მაქსიმალურად დაბლოკეს საჯარო სექტორის ყველა მიმართულებით. მეხუთე კოლონამ საქართველოში იმ ეტაპზე ჩვენს გუნდზე, მაგრამ არა საქართველოზე, მოქმედ ხელისუფლებაზე, „ქართულ ოცნებაზე“ ან ქვეყნის სპეცსამსახურებზე – ერთი რიგითი დროებითი ეფექტის მქონე ბრძოლა კი მოიგო, მაგრამ ჩვენზე ომში გამარჯვებას, გამორიცხულია, რომ მიაღწიონ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება