fbpx

ეს ფაქტი რეალობას შეესაბამება თუ არა. შემეკითხა- მქონდა თუ არა ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქე ამ ეტაპზე გარდაცვლილი იყო თუ არა

„ამ ადამიანმა მთხოვა, არასწორად რომ არ გაეჟღერებინათ ინფორმაცია, მხოლოდ რამდენიმე საკითხს გეტყვით, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი და მითხარით უბრალოდ კი ან არა, რომ დავაზუსტო ეს ფაქტი რეალობას შეესაბამება თუ არა. შემეკითხა- მქონდა თუ არა ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქე ამ ეტაპზე გარდაცვლილი იყო თუ არა. როგორც მე ვიცი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა. ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა. მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრა – საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა დაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლება მოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგას მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ. კარგად იცით, რომ ჩვენი კომპანია არასდროს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადამიანებს დახმარებას არ უწევდა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი და მუდმივად გაფრთხილებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარზე სიტუაცია იცვლებოდა რადიკალურად. როცა ეს ყველაფერი გადაივლის აუცილებლად ჩავწერ ვრცელ ვიდეოს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა მოხდა, რამდენი რამ შეიცვალა და რეალურად ახლა რა სიტუაცია არის და რა რისკზე მიდიან ადამიანები, რის ფასად აკეთებენ ამას და რეალურად ღირს თუ არა ეს ყველაფერი“-განაცხადა ხათუნა ხმელიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება