fbpx

ეს ორი დღეა ვფიქრობ ამ ამბავზე და უფრო მძაფრად დავინახე თუ რა უბედურებას გადავრჩით-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი პოსტს აქვეყნებს-

ალბათ, დამესევიან ეხლა და წამომაძახებენ – რატომ ადრე არ დაწერე, ეხლა რატომ გაიხსენეო!!!

იმიტომ არ დავწერე ადრე, რომ უბრალოდ ვერ გავთვალე და ვერ დავიჯერე , რომ ამათი ნაძირლობის დონე აქამდე მივიდოდა!!!

მოკლედ:

– ახლობლის შვილმა პოლიციაში მუშაობა ნაციონალების ხელისუფლების დროს დაიწყო და “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონვე წავიდა სისტემიდან ბიზნესში – ვერ შევეწყვე ახალ სიტუაციასო… გადავიდა ბიზნესში და იყო კმაყოფილი , როგორც მე ვიცოდი…

2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამოდენიმეჯერ მქონდა კონტაქტი და მიმახვედრა, რომ პოლიციაში დაბრუნებას აპირებდა …

აპირებდა, ოღონდ ეტყობა რაღაც შესაფერის მომენტს ელოდებოდა ( ახლანდელი გადასახედიდან შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო)…

იმ დროს გულწრფელად და მართლა მინდოდა დავხმარებოდი და გვქონდა ამის თაობაზე ერთხელ საუბარიც, “სივი”-ს მოგიტანო, მითხრა…

შემდეგ დაიკარგა , აღარ გამოჩნდა თვეების განმავლობაში…

… გახარია გადადგა, ახალი პრემიერი დაინიშნა და იმავე საღამოს მირეკავს – ნახვა მინდაო შენი… მოვიდა, ვისაუბრეთ: მეთქი, დაწყნარდეს სიტუაცია და ვნახოთ , იქნებ ვინმე დაგვეხმაროს შენი საკითხის გადაწყვეტაში თქო…

ზოგადი ფრაზების შემდეგ დარწმუნებული ტონით მითხრა:

– მე როგორც ვიცი, ამ დღეებში ნაციონალები მობრუნდებიან ხელისუფლებაში, მინისტრი ალბათ ხატია იქნება დეკანოიძე და ეგ კი მიცნობს კარგად, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა ჩემი საკითხის გადაჭრაო… თუ თქვენც მანამდე დამახმარებთ ორიოდე სიტყვას, კარგი იქნებაო…

ეს ნათქვამი კი გამიკვირდა ძალიან და სიცილით შევეპასუხე კიდევაც – აწი ეგენი რო დაბრუნდებიან, მანამდე კარგად ვიყოთ ყველანი მეთქი. არ მივაქციე ბოლომდე ყურადღება მის Nათქვამს, არაპროფესიონალი ყოფილი თანამშრომლის ნათქვამად ჩავთვალე…

არადა, მართალი უთქვამს კაცს – ელოდებოდნენ დაბრუნებას, ელოდებოდნენ და ხალხსაც ამზადებდნენ და ესეც იყო ალბათ იმ “ხალხის” სათვალავში…

… მალევე წავიდა, არ მოეწონა ალბათ ჩემი ლექსიკონი – ნაციონალების ხსენებისგან ინსპირირებული…

პირველად ვყვები ეხლა ამ ამბავს ხმამაღლა…

მხოლოდ ერთადერთხელ მოვყევი ჩემს უახლოეს ადამიანთან, გაკვირვებული ვუყვებოდი-ვერ გავიგე , რა უნდოდა ჩემგან მეთქი…

… ეს ორი დღეა გაჰყვირიან შინაურნი და გარეულნი – ირაკლი კობახიძემ საიდან მოიტანა ის ყველაფერი, რაც ბოლო ტელეინტერვიუში ილაპარაკა გახარიასა და მისი პარტნიორების გეგმებზეო!!! ორი დღეა ეს ამბავი ამომიტივტივდა მეხსიერებაში – ინტერვიუს მოსმენისა და გონებაში გააზრების შემდეგ…

ეს ორი დღეა ვფიქრობ ამ ამბავზე და უფრო ნათლად და მძაფრად დავინახე, თუ რა უბედურებას გადავრჩით კიდევ ერთხელ თებერვლის თვეში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვაფასებ იმ ხასიათის სიმტკიცეს, მდგრადობას, სამშობლოს სიყვარულსა და გაუტეხელობას, რაც იმ დღეებსა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა ორმა ახალგაზრდა კაცმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ …

პ.ს.: ზემოთ ნათქვამი შემიძლია ნებისმიერი ფიცის ქვეშ დავადასტურო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება