fbpx

ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით-ირაკლი კობახიძე

ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ მას ევროპაში ვიზიტებზე უარი უთხრეს.

კითხვაზე, ტყუილში ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.

„პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.

„თუმცა, საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა – პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია”, – განაცხადა პრეზიდენტმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება