fbpx

ეს ბავშვური დაჟინება არაფერ კარგს არ მოუტანს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს

ანალიტიკოსი და “იქსნიუსის” დამფუძვნებელი მირიან ყარაულაშვილი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე სოციალურ ქსელში წერს:… დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა “ქართული ოცნებიდან” განდგომილი სამეულის ღია წერილი აშშ-ს ელჩისადმი საქართველოში…

მინდა მოკრძალებით ავღნიშნო, რომ არც ერთი ქვეყნის ელჩი არ არის ვალდებული დისკუსიაში შევიდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქეებთან, თუნდაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ!

ვიმეორებ-ასეთი ვალდებულება არა აქვს ქალბატონ კელი დეგნანს “დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის ” თანახმად, რომელსაც საქართველოც მიერთებულია 1993 წლის 11 აგვსიტოდან!

ასევე არა აქვს ვალდებულება ადგილსამყოფელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს , მათ შორის პარლამენტისა და მთავრობის წევრებსა თუ ხელმძღვანელებს შეასრულონ ქვეყანაში სხვა ქვეყნის ელჩის მითითებები, იქნება ეს მისი მხრიდან მეგობრული რჩევა თუ დატუქსვის შინაარსის მატარებელი.

ზუსტად ასევე არა აქვს ვალდებულება საქართველოს მოქალაქეს, მთავრობას, პარლამენტს და დიპლომატიურ მისიებს შეასრულონ სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებისა თუ მთავრობის წევრთა მითითებანი ან რჩევები, გარდა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებებით განსაზღვრული შემთხვევებისა; ვგულისხმობ, რომ არანაირი ვალდებულება არც ერთ ჩვენთაგანს და მით უმეტეს, საქართველოს პარლამენტსა თუ მთავრობას არა აქვს შესასრულებლად მიიღოს ევროპარლამენტისა თუ სხვა ქვეყნების ანალოგიური სტრუქტურების მიმართვები, მოწოდებები და ა.შ…

ერთადერთი და განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც უცხო ქვეყნის ადმინისტრაცია ან უცხო ქვეყნის ელჩი ღიად და დაუფარავად აზიანებს ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას, ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იბარებს ელჩს სამინისტროში მისგან ახსნა-განმარტების მისაღებად და შესაბამისი საპროტესტო ნოტას გადასაცემად. თუმცა, ეს ქმედება უკვე ოფიციალურად იწვევს ამ სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობის ხარისხის გაუარესებას და ზოგჯერ ძალიან მძიმე შედეგებამდე-დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე მიყვანის უმოკლესი გზაა.

ამ ყველაფერის გათვალისწინებით კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია ზემოთაღნიშნული სამეულის მცდელობა, თანაც საჯარო სივრცეში, რომ აშშ-ს ელჩისგან მიიღონ რაიმე სახის ახსნა-განმარტება ან პასუხი მათს წერილებზე!

ეს ბავშვური დაჟინება არაფერ კარგს არ მოუტანს არც საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს და არც ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ორივე მხრიდან გახშირებული ურთიერთბრალდებებით თუ პასუხის მოთხოვნით ისედაც უკვე საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზეა.

ჩემი რჩევა იქნებოდა – ნუ მივაქცევთ ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას უცხო ქვეყნების ელჩებისა თუ პარლამენტარების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების თუ ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი – ვაშენოთ დასავლური ტიპის დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში , რომლის განვითარების კვალზედაც ჩვენი ქვეყანა მიაღწევს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთობის შესაბამის ნიშნულს.

ეს სტატუსი ჩვენი ქვეყნის ერთგული ადამიანის გულწრფელი რჩევაა საქართველოს ყველა მოქალაქისადმი – პარლამენტარის, მინისტრის თუ რიგითი მოქალაქისადმი.

დასასრულ, აქვე მოვიყვან ამონარიდს დიპლომატიური მისიის(საელჩოს) ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ ” დიპლომატიური სამსახურის შესახებ ვენის კონვენციიდან” :

“… მუხლი 3

[დიპლომატიური მისიის ფუნქციები]
  1. დიპლომატიური მისიის ფუნქციებს inter alia განეკუთვნება:

ა) წარმგზავნი სახელმწიფოს წარმოდგენა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში;

გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობასთან მოლაპარაკება;

დ) ყველა კანონიერი საშუალებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობისა და მოვლენათა განვითარების შეფასება და აღნიშნულის თაობაზე წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობისთვის ცნობების მიწოდება;

ე) წარმგზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობათა განვითარება.

  1. წინამდებარე კონვენციაში არაფერი განიმარტება დიპლომატიური მისიის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად.”…
  • ესაა სულ! -წერს ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება